არჩევანი გააკეთეს საარჩევნო მარათონში ჩართულმა სუბიექტებმა. ხმა მისცეს პოლიტიკურმა ლიდერებმაც.
მთაწმინდის ოლქში, მე-4 საარჩევნო უბანზე გააკეთა არჩევანი პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა, რომელიც პირველივე ტურში მმართველი პარტიის კანდიდატების გამარჯვებაში დარწმუნებულია, თუმცა ორ ოლქში მეორე ტურის ალბათობას არ გამორიცხავს. ამავე ოლქში მაჟორიტარობის სასურველ კანდიდატს ხმა მისცა ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმაც, რომელსაც დღეს საკუთარი პოლიტიკური არჩევანი არ დაუმალავს.