ცესკოს ინფორმაციით, ყველა უკვე უბანი დათვლილია. ცენტრალური საარჩევნო კომისიის პირველადი მონაცემებით, მერის შუალედურ არჩევნებში ყველა ოლქში მმართველი პარტიის კანდიდატები ლიდერობენ. წინასწარი შედეგები ასეთია:
მარნეული – „ქართული ოცნება“ – ზაურ დარგალი – 78,6%, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, გაერთიანებული ოპოზიცია – აგილ მუსტაფაევი- 11,49%, „ევროპული საქართველო“ – აჰმედ იმამკულიევი – 7,54%;
ზესტაფონი – მმართველი გუნდის კანდიდატი გიორგი გოგლიჩიძე – 50,75%, „ნაციონალური მოძრაობა“, გაერთიანებული ოპოზიცია – ბაქარ ხიჯაკაძე – 34,26%, „თავისუფალი საქართველო“ გოგი წულაია – 5,81%, „პატრიოტთა ალიანსი“ ანზორ ნებიერიძე- 2.64%;
ჭიათურა – „ქართული ოცნება“ გივი მოდებაძე – 64,58%, დამოუკიდებელი კანდიდატი ზურაბ კუპატაძე – 17,99%, დამოუკიდებელი კანდიდატი დავით ჭუმბურიძე -15,26%;
ზუგდიდი – მმართველი პარტიის კანდიდატი გიორგი შენგელია -54,18%, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, გაერთიანებული ოპოზიცია – სანდრა რულოვსი – 42,84%;
ხულო – მმართველი პარტიის კანდიდატი ვახტანგ ბერიძე- 70,91%, გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელი ირაკლი ჯორბენაძე – 23,74%;
მთაწმინდაზე „ქართული ოცნებისა“ და „ევროპული საქართველო – თავისუფალი დემოკრატების“ კანდიდატებს შორის მორე ტური გაიმართება. მონაცემები ასეთია: „ქართული ოცნება“ ლადო კახაძე- 41%, „ევროპული საქართველო – თავისუფალი დემოკრატები“ შალვა შავგულიძე- 36,83%, „გირჩი“ გერმან საბო- 4.76%, დამოუკიდებელი კანდიდატი ლევან იოსელიანი – 6.55%, დამოუკიდებელი კანდიდატი კობა დავითაშვილი- 2,91%, სოფო ხორგუანი-2,64%, გრიგოლ გეგელია-3.14%.