არჩევნები 2018 - რეპორტაჟი კახეთიდან

ხმებს ითვლიან კახეთშიც.

გურჯაანის საოლქო კომისიაში ამ დროის მონაცემებით ორი საჩივარია შესული. ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ ინფორმაციით, გურჯაანის მეორე უბანზე ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის ფაქტი დაფიქსირდა.

დღის განმავლობაში რამდენიმე პროცედურული ხასიათის დარღვევა გამოვლინდა სიღნაღში, ასევე საგარეჯოში.