38.16%-ასეთია ცესკო-ს მონაცემებით ამომრჩეველთა აქტივობა საღამოს ხუთი საათისთვის.
ცენტრალური საარჩევნო კომისია დარღვევების შესახებ პოლიტიკური სუბიექტების თუ არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გაგზავნილ საჩივრებსა და სავარაუდო დარღვევებზე პერიოდულად განმარტებებს აკეთებს.
საარჩევნო ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ ხმის მიცემის პროცესში გარკვეული ხარვეზები გამოვლინდა, თუმცა, როგორც ცესკო-ში ამბობენ, უშუალოდ საარჩევნო უბნებზე რაიმე სერიოზულ დარღვევას ადგილი არ ჰქონია.