ქვეყნის მასშტაბით 3 703 უბანი უკვე დახურულია. ამ წუთებში საარჩევნო ყუთების დალუქვის პროცესი მიმდინარეობს, რის შემდეგაც ხმების დათვლა დაიწყება.
პროცედურა კი ასეთია: საუბნო კომისიის თავმჯდომარე კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირების თანდასწრებით არანაკლებ სამ მთვლელს წილისყრით აირჩევს, დამკვირვებლები კი საკუთარი შემადგენლობიდან ურთიეთშეთანხმებით არაუმეტეს ორ მეთვალყურეს შეარჩევენ.
დათვლილი ბიულეტენები ჯერ საოლქო, შემდეგ კი ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში იგზავნება.
ცესკო უბნების მიხედვით არჩევნების წინასწარი შედეგების გამოქვეყნებას, სავარაუდოდ, ღამის 12 საათის შემდეგ დაიწყებს.