„არბიტრაჟის დღეები“- კონფერენცია თბილისში

„არბიტრაჟის დღეები“ – ამ სახელწოდების საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობს თბილისში.

საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე სიტყვით იუსტიციის მინისტრი გამოვიდა. ფორუმის მთავარი თემები სასამართლო სისტემაში დავების გადაწყვეტასთან დაკავშირებული გამოწვევები და მათ მოგვარების ალტერნატიული მეთოდებია.

ფორუმში ასევე მონაწილეობენ საერთაშორისო არბიტრები, ევროკავშირის ელჩი საქართველოში და საქართველოს სავაჭრო და სამრეწველო პალატის პრეზიდენტი.

შეგახსენებთ, გუშინ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ საქართველოში საერთაშორისო სავაჭრო პალატის კომერციული არბიტრაჟის დაფუძნებაზე ისაუბრა, რომელსაც პარიზში 20 დეკემბერს ხელი მოეწერება.