არასრულწლოვნების ტრეფიკინგისა და პორნოგრაფიის საქმე

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, არასრულწლოვანთა პორნოგრაფიისა და ტრეფიკინგის საქმეზე ბრალდებულ პოლ ლეხმანს, აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა. დღევანდელ პროცესზე მოსამართლემ პროკურორის შუამდგომლობა სრულად დააკმაყოფილა. საქმეზე მსჯელობა დახურულ რეჟიმში წარიმართა, თუმცა გადაწყვეტილების გამოცხადების დროს, მოსამართლემ პროცესი გახსნა. ავსტრალიის მოქალაქის საქმეზე, წინა სასამართლო სხდომა 13 ნოემბერს, 11:00 საათზე ჩაინიშნა. სართაშორისო საპოლიციო ღონისძიებების შედეგად, პორნოგრაფიული მასალების დამზადება-გასაღების ქსელის გამოვლენაზე ინფორმაცია გუშინ გასაჯაროვდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულია ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის 11 წევრი. მათ შორის არიან ბავშვების მშობლები და ნათესავებიც, რომლებმაც პროკურატურის ინფორმაციით, იცოდნენ, რომ მათი შვილების ფოტო და ვიდეო გადაღება პორნოგრაფიული მიზნებისთვის ხდებოდა. გარდა ამისა, საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, დაკავებული ორივე უცხო ქვეყნის მოქალაქე ბავშვთა პორნოგრაფიის დამზადებისთვის წარსულში ნასამართლევია.  დაკავებულ 11-ვე პირს, აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა აქვს შეფარდებული.