სააპელაციო სასამართლოში ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის განხილვა დასკვნით ეტაპზე გადადის.
გადაწყვეტილების მიღებამდე სასამართლომ ბრალდებისა და დაცვის დასკვნითი სიტყვა უნდა მოისმინოს. პროკურორ თორნიკე ნადირაძის თქმით, ბრალდება ყურადღებას გაამახვილებს ყველა იმ გარემოებაზე, რომელიც მსაჯვრდებულებს დანაშაულში ამხელს. რაც შეეხება დაცვის მხარეს, ადვოკატის თქმით, უტყუარ მტკიცებულებად ვერ ჩაითვლება ისეთი მოწმეების ჩვენებები, რომლებიც ამ ჩვენებებს მუდმივად ცვლიან. ზაზა სარალიძის ადვოკატის თქმით კი, პროკურატურა მათ ინტერესებს არ იცავს.
დღევანდელი სხდომა ადვოკატის შუამდგმლობის საფუძველზე გადაიდო.