აღდგენითი მართლმსაჯულების, არასრულწლოვანთა განრიდებისა და მედიაციის პროგრამებში 10 წლის განმავლობაში 5000-მდე ახალგაზრდა ჩაერთო. ასეთი შედეგები იქნა წარმოდგენილი კონფერენციაზე, რომელიც იუსტიციის სამინისტროს, ევროკავშირის და გაეროს ბავშვთა ფონდის ერთობლივი პროექტის ინიციატივით გაიმართა. განრიდება და მედიაცია ითვალისწინებს კანონთან კონფლიქტში მყოფი პირისა და დაზარალებულის ინტერესებს, ასევე განმეორებითი დანაშაულის პრევენციის საშუალებაა.