საგამოძიებო ორგანოში ამ დრომდე გრძელდება იმ 16 წლის გოგონას ოჯახის წევრებისა და მეზობლების გამოკითხვა, რომელიც საკუთარი სახლიდან ექვსმა პირმა გაიტაცა. შემთხვევა 9 დეკემბერს, საღამოს საათებში, ფონიჭალაში მოხდა. ადგილობრივების ინფორმაციით, გოგონა ერთ-ერთ გამტაცებელზე რამდენიმე თვის წინ დაინიშნა, თუმცა დაახლოებით ერთი თვის წინ, მან მომავალ ქორწინებაზე უარი თქვა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც ცოლად შერთვის მიზნით თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.