არასრულწლოვანი მოწმეების გამოკითხვა

ხორავას ქუჩაზე მომხდართან დაკავშირებით, არასრულწლოვან მოწმეებს ფსიქოლოგები საერთაშორისო სტანდარტით გამოკითხავენ.

გადაწყვეტილება კომისიის წევრებმა მიიღეს.

ტექნიკურ საკითხებზე სამსჯელოდ კომისიის წევრთა ნაწილი დღეს შეიკრიბა. არასრულწლოვანი მოწმეები მიმდინარე კვირაში გამოიკითხებიან, ფსიქოლოგებს მანამდე საგამოძიებო კომისიის წევრები გაესაუბრებიან და ისინი ამ გამოკითხვას პარალელურ რეჟიმში მოუსმენენ.

შაბათს გაგრძელდება შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნების გამოკითხვა, მათ შორის დაგეგმილია თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს ხელმძღვანელის დაკითხვა, რომელიც ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების მიზეზით გუშინდელ სხდომაზე არ მისულა. მისი გადადგომის თაობაზე გავრცელებულ ინფორმაციას კი უწყება არ ადასტურებს.