ცესკო-ს საკონსულტაციო ჯგუფის დაკომპლექტების პროცესს „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო”, „სამართლიანი არჩევნები” და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ტოვებენ. „სამართლიანი არჩევნების“ აღმასრულებელი დირექტორი მიზეზად იმ ფაქტს ასახელებს, რომ გადაწყვეტილების მიღების პროცედურა ვერ უზრუნველყოფდა კვალიფიციური და სანდო ადამიანების კონსესუსის საფუძველზე შერჩევას. ამ გადაწყვეტილებას ცესკო-ს თავმჯდომარის მოადგილე პასუხობს და აცხადებს, რომ ეს გადაწყვეტილება პროცესისთვის უკიდურესად დამაზიანებელი იქნება. საკონსულტაციო ჯგუფის შექმნას საარჩევნო რეფორმა ითვალისწინებს.