არასამთავრობო სექტორი ქვეყნის მთავარი პროკურორის უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ნამდვილობასთან დაკავშირებით გამოძიების დაწყებას ითხოვს.
სამოქალაქო სექტორის ეჭვს იწვევს ფაქტი, რომ დიპლომში სწავლის დაწყების თარიღად მითითებულ წელს ეს კონკრეტული სასწავლებელი არ არსებობდა. არასამთავრობო სექტორი მიიჩნევს, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობაზე თადუმაძის კანდიდატურას კენჭი არ უნდა ეყაროს, ვიდრე მისი დიპლომის ნამდვილობა არ დადასტურდება.
მოთხოვნას პარლამენტის თავმდჯომარე პასუხობს. არასამთავრობოების პოზიციას თავად მოქმედი გენერალური პროკურორიც ეხმაურება.