არასამთავრობოების ღია და ფარული მოთხოვნა - მაკკეინის ინსტიტუტის კვლევა
პროცესების რადიკალიზაციის კონტექსტში განიხილება ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის შესაძლო შეჩერების საკითხი, რომელზე საუბარიც არჩევნების მოახლოებასთან ერთად სულ უფრო აქტიურდება.
„მაკკეინის ინსტიტუტის“ ანგარიშმა ამ თემას კიდევ უფრო მეტი სიმწვავე შესძინა და შესაბამისად, შიდა პოლიტიკური მღელვარებად გაამძაფრა. წინასაარჩევნო ვითარების შეფასების მიზნით მომზადებულ დოკუმენტში გაწერილია ის ზომები და ქმედებები, რომლებიც აშშ-მა და ევროკავშირმა არჩევნების წინ უნდა მიიღოს. ინდივიდუალურ სანქციებთან ერთად ნახსენებია ვიზალიბერალიზაციის შეჩერებაც, რასაც „მაკკეინის ინსტიტუტი“ რამდენიმე ქართული არასამთავრობო ორგანიზაციის შესაბამისი მოთხოვნითაც ამყარებს. ორგანიზაციები დაკონკრეტებული არ არის. ამიტომ მესამე სექტორის ყველაზე აქტიური წარმომადგენლები უხერხულ მდგომარეობაში და განმარტების რეჟიმში აღმოჩნდნენ. არანაკლები ვნებათაღელვა გამოიწვია „მაკკეინის ინსტიტუტის“ ანგარიშის იმ ნაწილმაც, სადაც საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მოსალოდნელ სცენარებზეა საუბარი.