არასამთავრობოების განცხადებაზე გამოძიება დაიწყო   

სამი არასამთავრობო ორგანიზაციის მიმართვის შემდეგ პროკურატურამ გამოძიება დაიწყო.

საგმოძიებო უწყება იკვლევს, ნამდვილად დამზადდა თუ არა გასაღების ან გამოყენების მიზნით ყალბი პირადობის მოწმობები. უფლებადამცველების ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ არჩევნების მეორე ტურისთვის სერვისების განვითარების სააგენტო, სავარაუდოდ, ყალბ პირადობის მოწმობებს ბეჭდავს და ამ პროცესში უწყების მაღალი თანამდებობის პირები არიან ჩართულები. არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც წყაროდ ამავე სააგენტოს თანამშრომელს მიუთითებენ, ხვალ გამოკითხვაზე არიან დაბარებულები.

რეზონანსული განცხადების შემდეგ სერვისების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი მესამე სექტორის წარმომადგენლებს საქმიანი რეპუტაციის შელახვის მოტივით, სასამართლოში უჩივის და ბოდიშის მოხდას ითხოვს.