„თუ ევროკავშირისგან ქვეყნისთვის განსაზღვრული თანხა „ენჯეო“ სექტორში გადაინაცვლებს, ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ფულის უკან დგას ინტერესი და წავა იქ, სადაც ეს ინტერესი შესრულდება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ სახელმწიფომ თავად უნდა იზრუნოს საკუთარ ქვეყანაში მშვიდობასა და თავდაცვისუნარიანობაზე. პარლამენტის თავმჯდომარე საქართველოში ევროკავშირის ელჩის განცხადებას გამოეხმაურა, რომ გაყინულია 30 მილიონი ევრო, რომლის გადარიცხვას ევროკავშირი საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის გეგმავდა და ევროგაერთიანების პირდაპირი მხარდაჭერა საქართველოს მთავრობისადმი ეტაპობრივად შემცირდება და მიმართული იქნება სამოქალაქო საზოგადოების, მედიის მხარდასაჭერად.