არასამთავრობო სექტორი პოლიტიკურ მოძრაობას აფუძნებს - შეფასებები

არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, რომლებმაც პოლიტიკური მოძრაობა „თავისუფლების მოედანი“ დააფუძნეს, პოლიტიკურ პროცესებში ჩართვის პარალელურად სამოქალაქო სექტორში საქმიანობის შეწყვეტას არ განიხილავენ. მათი განმარტებით, არასამთავრობო ორგანიზაციების ცალკეულ წევრთა თანამონაწილეობით პოლიტიკური მოძრაობის შექმნა ხელისუფლების ქმედებებმა განაპირობა, თუმცა ახალი პლატფორმისთვის არასამთავრობო ორგანიზაციების ფინანსების გამოყენებას გამორიცხავენ. „თავისუფლების მოედანის“ წევრები არ გამორიცხავენ, მათი ნაწილი ოპოზიციური კოალიციის სიებში მოხვდეს.

მმართველი გუნდის წევრების შეფასებით, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელთა პოლიტიკურ პროცესებში ჩართვა სიახლეს არ წარმოადგენს.