სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა ბრიუსელში გამართული ვიზიტი შეაჯამეს. მათი განცხადებით, ევროკავშირის ინსტიტუტების შესაბამის წარმომადგენლებსა და გადაწყვეტილების მიმღებ პირებს შეხვდნენ. იმსჯელეს კანდიდატის სტატუსზე და 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულებაზე. მათივე თქმით, შეხვედრებზე საზოგადოებრივი ორგანიზაციების მხრიდან აქცენტი გაკეთდა პოზიტიური გადაწყვეტილების მიღების აუცილებლობაზე.