დღის ბოლოს საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური შეაჯამა ორმა არასამთავრობო ორგანიზაციამ. „მრავალეროვნული საქართველოს“ და „განვითარების და დემოკრატიის ცენტრის“ წარმომადგენლები ძირითადად პროცედურული ხასიათის დარღვევებზე მიუთითებენ.
„მრავალეროვნული საქართველო“ ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის, უბნებთან ამომრჩევლების მობილიზებისა და დამკვირვებლების მიმართ მუქარის ცალკეულ შემთხვევებზეც საუბრობს. მითითებულ ორგანიზაციებს დღეს საჩივრები არ დაუწერიათ. უბნებზე გამოვლენილ 100-ზე მეტ დარღვევაზე წერს საია საკუთარ შეფასებაში.