არასამთავრობო ორგანიზაციების გეგმა

უარი მესამე სექტორისგან – არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი ვეტოდაძლეული კანონით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას არ აპირებს.

უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონი რამდენიმე დღეში ამოქმედდება. შესაბამისად, უახლოეს პერიოდში შემოსავლების და თანხების მიზნობრიობის დეკლარირება და უცხოური ინტერესის წარმომადგენლად დარეგისტრირება მოუწევს ყველა იმ არაკომერციულ ორგანიზაციას, რომელთა შემოსავლების 20%-ზე მეტს უცხოეთიდან მიღებული დაფინანსება შეადგენს. კანონის დარღვევის შემთხვევაში სოლიდური ჯარიმებია გათვალისწინებული. არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც თითქმის ორი თვეა ქუჩაში დგანან და ხელისუფლების მიერ ხელახლა ინიცირებულ კანონს აქციებით აპროტესტებენ, წინააღმდეგობრივი მოძრაობის შეწყვეტას არ აპირებენ. რა შეიძლება მოჰყვეს კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობას, – თეონა ხუბულავამ მოისმინა მესამე სექტორის პოზიცია.