26 ოქტომბრის არჩევნებს 30 სამოქალაქო ორგანიზაცია დააკვირდება. ორგანიზაციების წარმომადგენლებმა დედა ენის ბაღში სადამკვირვებლო მისია, სახელწოდებით – „ჩემი ხმა“ წარადგინეს. პროცესში ჩართვა საქართველოს ნებისმიერ სრულწლოვან მოქალაქეს შეუძლია. მათი განცხადებით, კენჭისყრის მიმდინარეობას, როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ გახსნილ საარჩევნო უბნებზეც დააკვირდებიან.მისიაში გაწევრიანებულ და გასაუბრების გზით არჩეულ პირებს 26 ოქტომბრამდე ტრენინგები ჩაუტარდებათ.
საკითხთან დაკავშირებით კეთდება შეფასებები პოლიტიკოსების მხრიდან.