ცესკო-ს საკონსულტაციო ჯგუფის დაკომპლექტების პროცესი დატოვეს ორგანიზაციებმა, „საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ და „სამართლიანმა არჩევნებმა“.
საია-მ საკონსულტაციო ჯგუფში მონაწილეობაზე უარი თავიდანვე განაცხადა. როგორც არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები აცხადებენ, გადაწყვეტილების მიღების პროცედურა ვერ უზრუნველყოფდა კვალიფიციური და სანდო კადრების კონსენსუსის საფუძველზე შერჩევას, რის გამოც მათ აღნიშნულ პროცესში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს. მათივე თქმით, პროცესში მონაწილე ორგანიზაციებთან დაკავშირებით არსებობს კითხვები მათ სანდოობაზე. ცესკო-ში აცხადებენ, რომ სამი არასამთავრობო ორგანიზაციის გამოთიშვა საკონსულტაციო ჯგუფის დაკომპლექტების პროცესიდან უკიდურესად დამაზიანებელი იქნება. საკონსულტაციო ჯგუფის შექმნას საარჩევნო რეფორმა ითვალისწინებს.