არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსება - შეფასებები

არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების საკითხზე შეფასებები კეთდება პოლიტიკურ სპექტრში.

როგორც უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე აღნიშნავს მათი მხრიდან მხოლოდ კითხვა დაისვა, უნდა იცოდნენ, თუ არა, რაში იხარჯება ამერიკელი, ევროპელი და ზოგადად საქართველოს პარტნიორი ქვეყნების გადამხდელების ფული. ამავე საკითხზე ოპოზიციის კონკრეტული ნაწილი აღნიშნავს, რომ ეს განცხადება მხოლოდ თავდასხმაა საერთაშორისო პარტნიორებზე. ხელისუფლების ოპონენტები ასევე განმარტავენ, რომ ფინანსური რესურსები სახელმწიფოს მხრიდან ისედაც მოწმდება.