არასამთავრობო ორგანიზაციებმა ბრიუსელში ვიზიტი შეაჯამეს.
სამოქალაქო სექტორმა ევროკავშირის ინსტიტუტების წარმომადგენლობებთან შეხვედრები ევროკომისიის რეკომენდაციებთან დაკავშირებით გამართა. არასამთავრობო ორგანიზაციებში განმარტავენ, რომ ევროკავშირს სურს საქართველოს სახით დაინახოს პასუხისმგებლიანი და სანდო პარტნიორი, რომლიც დემოკრატიულ ღირებულებებს გაიზიარებს და ამისთვის გადადგამს სათანადო ნაბიჯებს.