არასამთავრობო ორგანიზაციები მოზარდის გარდაცვალების საქმეს ეხმაურებიან

არასამთავრობო ორგანიზაციები 15 წლის მოზარდის გარდაცვალების საქმეს ეხმაურებიან. მესამე სექტორის წარმომადგენლები სისტემურ პრობლემაზე საუბრობენ და გამომძიებლის გარდა, კიდევ სხვა სამართალდამცველების დასჯასაც მოითხოვენ.

გარდა ამისა, მათი თქმით, გამოძიებამ უნდა დაადგინოს, რამდენად არის იმ სკოლის პასუხისმგებლობის წილი მოზარდის გარდაცვალების საქმეში, სადაც თავად არასრულწლოვანი სწავლობდა.