არალის თემში არჩევნები მიმდინარეობს

ადიგენის მუნიციპალიტეტის არალის თემში კენჭს ერთადერთი კანდიდატი იყრის – „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი ზურაბ ფეიქრიშვილი.

ადიგენის საარჩევნო ოლქის მე-3 საარჩევნო უბანი დროულად გაიხსნა და 8 საათზე პირველმა ამომრჩეველმა საკუთარი არჩევანი გააკეთა.

მესამე უბანზე სულ 1 466 ამომრჩეველია რეგისტრირებული.