მიხეილ სააკაშვილის გამო უკრაინა საქართველოზე ზეწოლას კიდევ უფრო აძლიერებს.
დავით არახამია ექს-პრეზიდენტის მკვლელობის მომზადების საქმეზე უკრაინის პროკურატურას საქმის აღძვრას სთხოვს. შესაბამისი მიმართვა დღეს კიევში ყოფილი პრეზიდენტის მხარდამჭერი ფორუმიდან გაკეთდა. სიტყვით გამომსვლელებს შორის ადგილობრივ მაღალჩინოსნებთან ერთად ტელეკომპანია „მთავარის“ დამფუძნებელი, ნიკა გვარამია და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებიც იყვნენ. უკრაინის რადას ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარე, არახამია სალომე ზურაბიშვილს სააკაშვილის შეწყალებას, ევროპის ქვეყნების პარლამენტებს კი ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის საკითხზე დადგენილებების მიღებისკენ მოუწოდებს. იგულისხმება იმ ტიპის დადგენილება, რომელიც უკრაინის რადამ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით წინა კვირას მოამზადა.
რეაქციები საკმაოდ მწვავეა თბილისიდან.