უკრაინის უმაღლეს რადაში, მმართველი პარტიის ფრაქციის ლიდერი უკრაინის გენერალურ პროკურატურას მიმართავს, სააკაშვილის საქმეზე გამოძიება დაიწყოს.
„სააკაშვილს თუ რამე მოუვა, ეს იქნება მკვლელობა. მე, როგორც სახალხო დეპუტატი, მივმართავ უკრაინის გენერალურ პროკურატურას, დაიწყოს გამოძიება მკვლელობის მომზადების საქმეზე, – „ტვ პირველის“ ინფორმაციით, ამის შესახებ დავით არახამიამ კიევში, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მხარდამჭერ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისივე თქმით, საქართველოს პრეზიდენტი ცდილობს, იქონიოს გავლენა საზოგადოებასა და საერთაშორისო ასპარეზზე. „ჩანს, რომ მას უნდა, იყოს საერთაშორისო პოლიტიკის ნაწილი და ის ასეც ჩანს. მას აქვს სურვილი, იყოს აღიარებული მოთამაშე დასავლეთში. მან შეიწყალა ნიკა გვარამია. ეს იყო ჩვენთვის უაღრესად კარგი ამბავი. ახლა საჭიროა მეორე ეტაპი, მიხეილ სააკაშვილის შეწყალება“, – თქვა არახამიამ.