არაგადამდებ დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის გაუმჯობესების მიზნით, სხდომა გაიმართა
არაგადამდებ დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის გაუმჯობესების მიზნით, ქვეყნის საკოორდინაციო საბჭოს გაფართოებული სხდომა გაიმართა.
სხდომაზე 2016 წელს ჩატარებული კვლევის შედეგები წარმოადგინეს, რაზე დაყრდნობითაც, სამომავლო ნაბიჯები დაიგეგმება.
კვლევაში არაგადამდები დაავადებების გამომწვევი რისკების შესწავლა მოხდა, ისეთების როგორიცაა თამბაქოსა და ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება, გადაჭარბებული წონა, ფიზიკური აქტივობის სიმცირე, ასევე მარილის ჭარბი მოხმარება.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ქვეყნის მიზანია, კვლევაში ასახული რისკ-მაჩვენებლების შემცირებისკენ მუშაობა.