„ნაციონალური მოძრაობა“ პირადობის მოწმობებთან დაკავშირებული გადაწყვეტილების შეჩერებას ითხოვს.
დავის საგანი ხდება იუსტიციის სამინისტროს დროებითი ნორმა, რომელიც რელიგიური შეხედულებებიდან გამომდინარე, მოქალაქეთა ნაწილისთვის არაელექტრონული, ანუ ე. წ. უჩიპო, ლამინირებული ერთთვიანი პირადობის მოწმობების გაცემას ითვალისწინებს.
თავის მხრივ, სამინისტროს ამ გადაწყვეტილების მიზეზი საკონსტიტუციო სასამართლოა, რომელმაც მოქალაქეთა სარჩელის განხილვამდე შეაჩერა დღეს მოქმედი ნორმა, რომელიც მხოლოდ ელექტრონული პირადობის მოწმობების გაცემას გულისხმობდა. ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ დროებითი პირადობების დაბეჭდვით ხელისუფლება მოახლოებული არჩევნების გასაყალბებლად ემზადება.