“არა ნაციზმს“ – ამ ლოზუნგით, საზოგადოებრივმა მოძრაობამ “მე ვიცავ თავისუფლებას”, – დღეს სამტრედიაში აქცია გამართა. გაერთიანების ლიდერებმა კულტურის სახლში შეკრებილებს სიტყვით მიმართეს და “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდი გაიხსენეს.
მათ მოქალაქეებს სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერისკენ მოუწოდეს. მსგავსი შეხვედრა იგეგმება დღეს ქუთაისშიც. მოძრაობის წევრები ამომრჩეველს ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრში შეხვდებიან.