„არა ბეტონის ჯუნგლებს,“ – ამ ლოზუნგით, მრავალსართულიანი კორპუსების მშენებლობის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გაიმართა დღეს ყოფილ იპოდრომთან.
მოქალაქეები ამბობენ, რომ ტერიტორია უკვე კერძო საკუთრებაშია, ამიტომ ისინი მიმართავენ მერიას, ალტერნატიული ფართით დააკმაყოფილოს ის პირები, ვინც აქ მშენებარე ბინები უკვე შეისყიდა.
ადგილობრივები ასევე ითხოვენ, სადავო ტერიტორია სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად გადაეცეთ და შენარჩუნდეს მწვანე საფარი.
ადგილობრივ მოსახლეობას დღეს არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილიც შეუერთდა. მერიაში კი აცხადებენ, რომ ტერიტორია კერძო საკუთრებაა.
არქიტექტურის სამსახურის ოფიციალურ დოკუმენტაციაზე დაყრდნობით, ირკვევა, რომ აღნიშნული ტერიტორია 2011 წელს კერძო პირზე გასხვისდა, სამშენებლო ნებართვა კი 2014 წელს გაიცა.