#აქტუალურითემა მაკა ცინცაძესთან ერთად 30 მაისი, 2024 #LIVE
  • 84 ხმით სალომე ზურაბიშვილის ვეტო დაძლეულია – უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონს ხელს სავარაუდოდ პარლამენტის თავმჯდომარე მოაწერს. რა იცვლება პოლიტიკურ ცხოვრებაში კანონის ამოქმედების შემდეგ და იქონიებს თუ არა კანონით უზრუნველყოფილი გამჭვირვალობა გავლენას, საქართველოს საგარეო ურთიერთობებზე.
  • ნაადრევი წინასაარჩევნო კამპანია თუ ამ დრომდე არშემდგარი ერთობის ახალი სტრატეგია. სალომე ზურაბიშვილი საკუთარი ქარტიით ოპოზიციის სათავეში. რისთვის აერთიანდებს „ნაციონალური მოძრაობის“ მოქმედ და ყოფილ წევრებს პრეზიდენტი და რამდენად რეალისტურია მისი მორიგი ერთობის გეგმა. პოლიტიკური კონფიგურაციები არჩევნებამდე ხუთი თვით ადრე.

სტუმრები:

  • ალექსანდრე რაქვიაშვილი – პარტია „გირჩი“, პარლამენტის წევრი
  • სოზარ სუბარი – საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის, „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე

აქტუალური თემა