🔴 კანდიდატის სტატუსი, საარჩევნო რეფორმა და დეპოლარიზაცია – მმართველი გუნდის წლის ბოლომდე გაწერილი პოლიტიკური გეგმა ცნობილია. გზები ევროპისკენ ისევ გაიყო, გეგმის გარეშე დარჩენილი ქუჩის პროტესტის შემდეგ, ოპოზიციური პარტიების ნაწილი ხელისუფლებასთან თანამშრომლობაზე ისევ უარს ამბობს და პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევას ითხოვს;
🔴 რატომ ამბობს უარს ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია მმართველი გუნდის შეთავაზებაზე და რა პერსპექტივა აქვს დეპოლარიზაციას არსებულ პოლიტიკურ ფონზე. დღეს #აქტუალურშაბათში როგორ ხედავს პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრის შემდეგ, თანამშრომლობის პერსპექტივას საპარლამენტო პარტია „გირჩი“ და რა გეგმა აქვს მმართველ გუნდს 12 პირობის შესასრულებლად.
🔴 ინტერვიუები მიხეილ ყაველაშვილთან, ალექსანდრე რაქვიაშვილთან და მამუკა მდინარაძესთან.
აქტუალური შაბათი