„აქტუალური შაბათი“ მაკა ცინცაძესთან ერთად - 25 ნოემბერი, 2023 #LIVE
- რა ყოფს და რა აერთიანებს „ნაციონალურ მოძრაობას“ – პატიმარი სააკაშვილის მანიფესტი და არშემდგარი ერთობა. უკრაინის მოქალაქე მსჯავრდებული ქართულ პოლიტიკაში დაბრუნებას 11-პუნქტიანი სამოქმედო გეგმით აანონსებს. არაფორმალური გავლენები, ძველი და ახალი მენეჯმენტის არშემდგარი ერთობა და „ნაციონალური მოძრაობის“ აქამდე შეუსრულებელი მისია – სააკაშვილი ისევ პალატის პატიმარია;
- რა იზეიმა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ რევოლუციის 20 წლისთავზე, რა გეგმებით აპირებს უცხო ქვეყნის მოქალაქე ქართულ პოლიტიკაში დაბრუნებას და ემთხვევა თუ არა მისი მიზანი და ამოცანები სააკაშვილის ბიძის – თემურ ალასანიას ომის რიტორიკას. პარტიის გაერთიანების თუ გაყოფის მცდელობა, მხარდამჭერთა მობილიზება თუ კიდევ ერთი არშემდგარი კონსენსუსი. ექსპერტების პროგნოზები და ანალიზი;
- სტუმრები: მამუკა არეშიძე – ექსპერტი; რამაზ საყვარელიძე – პოლიტოლოგი, ფსიქოლოგი; ჯონდი ბაღათურია – „ქართული დასის“ თავმჯდომარე.
აქტუალური შაბათი