„აქტუალური შაბათი“ მაკა ცინცაძესთან ერთად - 23 დეკემბერი, 2023 #LIVE
- მთავრობის ეკონომიკური გუნდის პოლიტიკა და შედეგები. ეკონომიკური ზრდის ტენდენციები, საქართველო როგორც რეგიონის ენერგეტიკული ჰაბი და ახალი შესაძლებლობები. როგორ კონვერტირდება ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებაში. ბენეფიტები და ვალდებულებები, რომელიც საქართველოს ყველა მოქალაქეზე უნდა აისახოს.
- გასული წლის შეჯამება, განხორციელებული და დაგეგმილი პროექტები, მიღწევები და გამოწვევები – მნიშვნელოვან თემებს ეკონომიკის მინისტრ, ვიცეპრემიერ ლევან დავითაშვილთან ერთად განვიხილავთ.
- სოციალურ საკითხებზე ორიენტირებული სახელმწიფო ბიუჯეტი და ჯანდაცვის სისტემებზე კიდევ უფრო გაზრდილი ხელმისაწვდომობა. რა იგეგმება 2024 წელს და როგორია უკვე გატარებული რეფორმების შედეგი. მედიკამენტების რეფერენტული ფასები, ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის დაფინანსების მატება, მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობა, პაციენტების თანაგადახდის შემცირება, მშობიარობისა და საკეისრო კვეთის თანაბრად დაფინანსება, ჯანდაცვის სისტემის ეფექტიანობის ზრდა, ჯანდაცვის სისტემის პრიორიტეტებსა და გამოწვევებზე – „აქტუალური შაბათის“ მეორე ნაწილში ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია ისაუბრებს.
- სტუმრები: ლევან დავითაშვილი – საქართველოს ვიცეპრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი; თამარ გაბუნია – ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე.
აქტუალური შაბათი