აქტიური სარეზერვო სამსახურის საპილოტე პროგრამის პირველი წელი დასრულდა

აქტიური სარეზერვო სამსახურის საპილოტე პროგრამის პირველი წელი წარმატებით დასრულდა. დასავლეთ საქართველოს მასშტაბით რეზერვისტთა დასკვნითი შეკრება ეროვნული გვარდიის მე-10 კადრირებული ბრიგადის საველე ბანაკ „ზემო სორტაზე“ გაიმართა.

რეზერვისტებმა საჩვენებელი სწავლება გამართეს და სხვადასხვა სახის საშტატო იარაღიდან საწყისი და საკვალიფიკაციო სროლები განახორციელეს.

დასკვნით შეკრებაზე სარეზერვო ასეულებში ჩარიცხულმა რეზერვისტებმა ორი კვირის განმავლობაში ეროვნული გვარდიის ინსტრუქტორების დახმარებით საცეცხლე მომზადება გაიარეს.

პირველი ეტაპით მათი ინდივიდუალურ დონეზე მომზადება დასრულდება. მეორე წელი კი რეზერვისტების ჯგუფურ მომზადებას დაეთმობა.