აქონდროპლაზიის პროტოკოლის შემუშავებასა და დამტკიცების საკითხზე სამუშაო პროცესი კვლავ გრძელდება. მასში აქტიურად არიან ჩართულები აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლები. როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განმარტა, აქტიურად მიმდინარეობს მოლაპარაკებები მედიკამენტის მწარმოებელ კომპანიასთანაც წამლის მოწოდების ვადებთან დაკავშირებით. სამუშაო ჯგუფი, რომელიც აქონდროპლაზიის პროტოკოლზე მუშაობს, კლინიცისტების, დარგის ექსპერტებისა და მშობლებისგან შედგება.