„ნაციონალური მოძრაობის“ აქციას პარტიის მხარდამჭერები რეგიონებიდანაც უერთდებიან. ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები თერჯოლაში შეიკრიბნენ. ისინი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანასა და გათავისუფლებას ითხოვენ. თბილისში დაგეგმილ აქციას აჭარიდანაც შეუერთდებიან.