რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ აქციის, „სირცხვილია“, ფორმატში გამოფენა-გაყიდვა იმართება.
ღონისძიებაში მონაწილე პირებს ხელნაკეთი ნივთები, ნახატები, მაისურები და სხვადასხვა სუვენირი აქვთ გამოტანილი. გამოფენა-გაყიდვაში ახალგაზრდა სტარტაპერებიც მონაწილეობენ.
ოგორც აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, ნივთების გაყიდვიდან შესული თანხის 20 % რუსთაველის გამზირზე მიმდინარე გამოსვლების საორგანიზაციო ჯგუფის ანგარიშზე გადაირიცხება. სხვადასხვა ფორმით, თუმცა უცვლელი მოთხოვნით, – გადადგეს შინაგან საქემთა მინისტრი, – საკანონმდებლო ორგანოსთან აქციები უკვე 46 დღეა იმართება.