რა მიზანს ემსახურება საპროტესტო აქციები. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებას აღნიშნულთან დაკავშირებით, სადაც ის მოვლენების შესაძლო მძიმე განვითარებაზე ამახვილებდა ყურადღებას, „ქართული ოცნება“ ეხმაურება. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ჭიაბერაშვილის სიტყვებს ყურადღება პროტესტის მონაწილეებმა განსაკუთრებულად უნდა მიაქციონ. მათივე თქმით, აქციებზე უსაფრთხოებას იცავს შსს.
შეგახსენებთ, ზურაბ ჭიაბერაშვილმა ერთ-ერთი ტელეკომპანიისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა: მშობლებს განსაკუთრებით გამძაფრებული გრძნობა გვაქვს, მით უმეტეს მათ, ვისაც გვინახავს 90-იანი წლების უბედურება, ძალიან დიდ ბეწვის ხიდზე გავდივართ, ღმერთმა დაიფაროს და რაიმე ტიპის ფატალური შემთხვევა და არავინ იცის, რა სახეს მიიღებს მოვლენები, რაც ჩვენს ქვეყანაშია. ჭიაბერაშვილი მთელ პასუხისმგებლობას მოვლენების ნებისმიერი განვითარების შემთხვევაში, „ქართულ ოცნებას“ აკისრებს.