აქციები ევროპაში – შეფასებები

12:07, 19.10.2026

საფრანგეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ პირები, რომლებმაც სამთავრობო შენობები დააზიანეს, დანაშაულებისთვის პასუხს აგებენ. მისივე თქმით, საპროტესტო აქციის მონაწილეთა ქმედებები „სამარცხვინოა“ და შენობების დასაცავად და ვანდალიზმის აღსაკვეთად ზომები იქნება მიღებული. პრეზიდენტმა პოლიტიკოსებს ძალადობის დაგმობისკენ მოუწოდა.

საფრანგეთის პრეზიდენტს ბოდიშის მოხდისა და გადადგომისკენ მოუწოდებს საფრანგეთის ულტრამემარჯვენე პარტიის, „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერი, ჯორდან ბარდელა. მისივე თქმით, ფრანგმა ხალხმა არჩევნებზე სწორი არჩევანი უნდა გააკეთოს.

მსგავსი