ორი აქცია საერთო ლოზუნგით: „არა ნაციონალურ მოძრაობას“.
რუსთაველის გამზირზე დღეს ყოფილი მმართველი პარტიის მმართველობის წლები გაიხსენეს. „მე ვიცავ თავისუფლებას“ – ამ ლოზუნგით რუსთაველის თეატრთან შეკრებილებს ორი გზავნილი ჰქონდათ: საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში აქტიურობა და ხელისუფლებაში „ნაციონალების“ დაბრუნების არდაშვება. მსგავსი მოწოდებები ისმოდა ოპერის თეატრთანაც, სადაც წინა ხელისუფლების მიერ დაზარალებული მოქალაქეები და საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები 2007 წლის 7 ნოემბრის ტრაგიკული მოვლენების გასახსენებლად მივიდნენ.
ორი მშვიდობიანი აქციის მონაწილეები დღის ბოლოს შეერთდნენ და სიმბოლური მსვლელობა მოაწყვეს გზაზე, რომელიც 11 წლის წინ დარბეული აქციის მონაწილეებმა გაიარეს.
სიტყვით გამოსვლებს თამუნა წიკლაური ისმენდა.