აქციები და დაპირისპირება აშშ-ში

აშშ-ში აქციები და დაპირისპირება გრძელდება. ნიუ იორკში 200-მდე ადამიანია დაკავებული. ფიქსირდება მოროდიორობის ახალი შემთხვევები. ქალაქ პორტლენდში ათასობით დემონსტრანტი ზურგზე დადებული ხელებით მიწაზე დაწვა და გარდაცვლილი ჯორჯ ფლოიდისთვის სამართლიანობა მოითხოვა.

ბოლო დემონსტრაციები ძირითადად მშვიდობიანად ჩატარდა, თუმცა პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა ატლანტაში, პორტლენდსა და მილუოკიში. პენტაგონმა ვაშინგტონის რაიონში 1600 სამხედრო მოსამსახურე გააგზავნა. ქვედანაყოფები გაძლიერებულ მზადყოფნაში არიან, თუმცა ამ ეტაპზე სამოქალქო ხელისუფლების მხარდამჭერ ოპერაციაში ჯერ არ არიან ჩართულები.

პენტაგონის წარმომადგენელ ჯონათან ჰოფმანის თქმით, სამხედროები ამჟამად კოლუმბიის ოლქის სიახლოვეს მდებარე სამხედრო ბაზაზე იმყოფებიან. აღსანიშნავია, რომ აშშ-ის რამდენიმე ქალაქში საპროტესტო აქციები „კომენდანტის საათის“ ამოქმედების მიუხედავად, გაგრძელდა, კერძოდ, დემონსტრაციები არ შემწყდარა ლოს ანჯელესში, ნიუ იორკსა და ვაშინგტონში. რამდენიმე ქალაქში პოლიციელებმა დემონსტრანტებთან ერთად, სოლიდარობის ნიშნად, მუხლი მოიყარეს.