აქციაზე #ნუმომკლავ დაკავებულები მთავარ პროკურატურას და შსს-ს მიმართავენ
რუსთაველის გამზირზე, აქციის დროს დაკავებულები მთავარ პროკურატურას და შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციელთა მხრიდან შესაძლო უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე დროულ რეაგირებას და გამოძიების დაწყებას სთხოვენ. მათი თქმით, დაკავებები, რომლებიც პარლამენტის წინ განხორციელდა, პოლიტიკურად იყო მოტივირებული და სამართალდამცველებს აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ მტკიცებულებები არ აქვთ.