ახალგაზრდას, რომელიც პარლამენტიდან დილით საავადმყოფოში გადაიყვანეს, არა სხეულის გადაციება, არამედ ალკოჰოლური ინტოქსიკაცია დაუდგინდა. ეს ჯანდაცვის სამინისტროს და კლინიკის ოფიციალური ინფორმაციაა.
ექიმის ინფორმაციით, 23 წლის მამაკაცს ამ დროისთვის შესაბამისი მკურნალობა უტარდება. აქციის მონაწილეების თქმით, ახალგაზრდა მამაკაცი აქციის დაშლისას წყლის ჭავლის გაშვების შედეგად დასველდა და დაბალი ტემპერატურის გამო, შეუძლოდ გახდა.