რუსთაველის გამზირსა და პარლამენტის შენობის ტერიტორიაზე მიმდინარე აქციაზე კანონდარღვევისთვის ადმინისტრაციული წესით დაკავებულია 14 პირი. ისინი წინასწარი დაკავების იზოლატორში რჩებიან. ისინი დღეს დილიდან მოინახულეს ადვოკატებმა. მათთან იმყოფებოდა სახალხო დამცველიც. ომბუდსმენი პირადად გაეცნო მათ მდგომარეობას. ლევან იოსელიანის განცხადებით, ომბუდსმენის აპარატი აგრძელებს მუშაობას და ექნება შესაბამისი რეაგირება. შსს ინფორმაციით, გუშინ 18 პირი დააკავეს, მათგან ოთხი გვიან ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.