თბილისის საქალაქო სასამართლომ პროკურატურის მიმართვის საფუძველზე ადმინისტრაციული პატიმრობიდან 51 პირი გაათავისუფლა.
საუბარია მოქალაქეებზე, რომლებიც 21 ივნისის ღამეს დააკავეს და სასამართლომ მათ სხვადასხვა ვადით ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.
სასამართლოს ინფორმაციით, დაკავებულების ადმინისტრაციული პატიმრობის ვადა შემცირდა, რის საფუძველზეც 51 პირი დაუყოვნებლივ გათავისუფლდა.