18 ნოემბერს, საპროტესტო აქციის დაშლის დროს დაკავებულები მოსამართლის გადაწყვეტილებას ამ დრომდე ელოდებიან.
36-ვე პირის საქმეს ვალერიან ფილიშვილი განიხილავს. ყველა მათგანს ხულოგნობას და სამართალდამცავებისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან, რაც ფინანსურ სანქციას, ან 15-დღიან პატიმრობას ითვალისწინებს. დილიდან სასამართლო განხილვა ხმაურის და სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს. დარბაზში სიტუაცია არაერთხელ გამწვავდა, რის გამოც რამდენიმე პირი გააძავეს კიდეც.