აქციის დაშლის პარალელურად რუსთაველის გამზირზე დაკავებები დაიწყო.
ბოლო მონაცემებით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე აყვანილია 305 ადამიანი. მათ წვრილმან ხულიგნობას და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას ედავებიან.
დილიდან საქალაქო სასამართლოში დაკავებულთა პროცესები ხმაურის ფონზე მიმდინარეობს.
აქციის მონაწილეთა დიდ ნაწილს ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს.